ახალი ამბები

ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიხსნა

11 ივლისი, 2018 • 2322
ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში NATO-ს რიგით 29-ე სამიტი დღეს, 11 ივლისს გაიხსნა. სამიტი ორ დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე, დელეგაციები ალიანსის მოკავშირე ქვეყნებიდან.

საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ქვეყნის პრეზიდენტის მეთაურობით გაემგზავრა.  ორდღიანი სამიტის ფარგლებში დაგეგმილია  შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობასა და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ექნება ორმხრივი შეხვედრები, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე, ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

 

ამავე თმაზე წაიკითხეთ:

რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი