ახალი ამბებისამართალი

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2018 • 1832
სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის სასამართლომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, 20 წლის მალხაზ კობაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე სასამართლო განხილვა 4 სექტემბერს დაიწყება.

პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურორებმა მიმართეს. მათი თქმით, იყო ბრალდებულის მიმალვის და მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან იგი ყველა უკვე არსებულ და პოტენციურ მოწმეს კარგად იცნობს.

დაცვის მხარე დღევანდელი სასამართლო განხილვის დახურვას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე

“მე არ დამიხოცავს, ორმა უცხო კაცმა მოკლა” – სმიტების მკვლელობაში ბრალდებული

გვაქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული ყვება, როგორ დახოცა სმიტები – პროკურორი

მასალების გადაბეჭდვის წესი