ახალი ამბები

სად დამონტაჟდა შსს-ს ახალი ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერები და სიჩქარის რადარები

11 ივლისი, 2018 • 3779
სად დამონტაჟდა შსს-ს ახალი ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერები და სიჩქარის რადარები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით 9 ივლისიდან აამოქმედა.

უწყების ცნობით, ამასთანავე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.

ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომლებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ავტომატურ რეჟიმში მოახდენს რეაგირებას.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები. აღნიშნულ ადგილებზე სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური რადარები დაამონტაჟა.

ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონში. წლის ბოლომდე იგეგმება გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ჭკვიანი ვიდეოკამერის რეგიონული მასშტაბით ამოქმედება” – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეოკონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.

ახალი ჭკვიანი ვიდეოკამერების განლაგება თბილისში:

 1. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ.-ს კვეთა (დინამოს მიმართულებით)
2. წერეთლის გამზირი – სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
3. წერეთლის გამზ – ვ. ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით)
4. წერეთლის გამზ-ვ. ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)
5. ი.ჭავჭავაძის გამზირი – ბერძენიშვილის ქ.
6. ლეხ კაჩინსკის ქ.-აწყურის ქ.
7. დადიანის ქ. – კოხრეიძის ქ.
8. დადიანის ქ. -ზაზიაშვილი ქ.
9. გობრონიძის ქ.-დუმბაძის ქ.
10. გობრონიძის ქ.-ნონეშვილის ქ.
11. რომელაშვილის ქ. -ისაკიანის ქ.
12. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია – კინო საქართველოს მიმართულებით)
13. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო სარაჯიშვილის მიმართულებით
14. მარცხენა სანაპირო – ქორწინების სახლთან
15. თამარაშვილის ქუჩა – უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა
16. ვაჟა-ფშაველას გამზირი

ახალი სიჩქარის მზომი სექციური რადარები განთავსებულია:

 1. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქიდან გასასვლელში)
2. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი (ქალაქში შემოსასვლელში)
3. ჯ. ბალანჩინის ქ. (გლდანის მიმართულებით)
4. ჯ.ბალანჩინის ქ. (გლდანიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით)
5. ქ.თბილისი – ქ. რუსთავის გზატკეცილი ( ფონიჭალიდან გასასვლელში)
6. ქ.თბილისი – ქ.რუსთავის გზატკეცილი (ფონიჭალაში შემოსასვლელში)

ახალი წერტილოვანი რადარები განთავსებულია:

1. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხის მიმართულებით)
2. ბათუმი – ახალციხის საგზაო მონაკვეთის (ახალციხიდან ბათუმის მიმართლებით)
3. მახინჯაური – (მახინჯარუიდან ბათუმის მიმართულებით)
4. მახინჯაური (ბათუმიდან მახინჯაურის მიმართულებით)
5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო მონაკვეთი
6. ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირი

მასალების გადაბეჭდვის წესი