ახალი ამბები

შალვა შავგულიძემ მთავრი პროკურორის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

11 ივლისი, 2018 • 1781
შალვა შავგულიძემ მთავრი პროკურორის შესარჩევი კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

შალვა შავგულიძემ მთავრი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მისი თქმით, ეს პროცესი ფორმალობაა, ვინაიდან ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და საპროკურორო საბჭოს თავისი ფავორიტიც უკვე ჰყავს.

“საპროკურორო საბჭოს მე შევუთვალე, რომ ჩემს კანდიდატურას ვხსნი და ამის მიზეზია ის, რომ მიუხედავად სრულიად დასაბუთებული მოთხოვნისა, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის გახსნილიყო და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ტრანსლირება, ითქვა უარი და სხდომა ისევ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობა მხოლოდ დემოკრატიის ანტურაჟს შექმნის”, – განაცხადა შავგულიძემ.

საპროკურორო საბჭომ დღეს უნდა შეარჩიოს მთავრი პროკურორობის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისთვის პარლამენტს უნდა გაუგზავნოს. მას შემდეგ, რაც შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა, დარჩა ორი კონკურსანტი – შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი