ახალი ამბები

ლენტეხში, ტყეში ხანძარი გაჩნდა

11 ივლისი, 2018 • 1241
ლენტეხში, ტყეში ხანძარი გაჩნდა

ლენტეხში, სოფელ ზესხოში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

“რთული რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება. ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ვერტმფრენის ჩართვა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი