ახალი ამბები

ენმ-სთან 3-პუნქტიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი – უგულავა

11 ივლისი, 2018 • 2862
ენმ-სთან 3-პუნქტიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გუშინ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოაწერეს ენმ-სთან შეთანხმებას 3 ძირითად პუნქტზე. ესენია:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.

შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს ევროპული საქართველოდან გიგა ბოკერია, ხოლო ენმ-დან – გიორგი ბარამიძე, პოლიტსაბჭოს წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი