ახალი ამბები

565 ათასი ევრო კვირაში – კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსში გადადის

10 ივლისი, 2018 • 2915
565 ათასი ევრო კვირაში – კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსში გადადის

წარმოშობით პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანურ კლუბ მადრიდის რეალში ცხრაწლიან თამაშს ასრულებს. როგორც The Guardian იტყობინება, ფეხბურთელის აგენტმა იტალიური კლუბის, “იუვნეტუსის” მენეჯერებთან მიაღწიეს შეთანხმებას, რის შედეგადაც რონალდუ თამაშს სწორედ “იუვენტუსში” გააგრძელებს. მას ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ფეხბურთელის დათმობის სანაცვლოდ, “იუვენტუსი” “რეალს” 100 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ფეხბურთელის ხელფასი კი წელიწადში 30 მილიონი ევრო იქნება (კვირაში 565 ათასი ევრო). ამას ემატება ის გადასახადები, რაც იუვენტუსმა გარიგების დადების გამო უნდა გადაიხადოს. საბოლოოდ, ფეხბურთელის შეძენა იტალიურ კლუბს, ჯამში, 340 მილიონი ევრო დაუჯდება.

რონალდუმ მადრიდის “რეალს”, გულშემატრკივრებსა და ქალაქს მადლობა გადაუხადა იქ გატარებული “გასაოცარი 9 წლისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი