ახალი ამბები

ფიფამ პროუკრაინული კამპანიის შემდეგ FB გვერდზე შეფასებების ფუნქცია გააუქმა

10 ივლისი, 2018 • 2756
ფიფამ პროუკრაინული კამპანიის შემდეგ FB გვერდზე შეფასებების ფუნქცია გააუქმა

პროუკრაინული საპროტესტო კამპანიის შემდეგ ფიფამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე შეფასებების ფუნქცია გააუქმა, რის შედეგადაც აღარ ჩანს ათასობით უკმაყოფილო ადამიანის გამოხმაურებები.

ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილს ჯერ კიდევ შეუძლია ფიფას გვერდზე ძველ პოსტების ხილვა, თუმცა შეფასების ფუნქცია უკვე ყველას შეზღუდული აქვს.

დიდება უკრაინას! სირცხვილი ფიფას! სოლიდარობა ვიდასა და ვუკოევიჩს! – მსგავსი შინაარსის მოწოდებებით, ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველისა და სამწვრთნელო შტაბის დათხოვნილი წევრისადმი სოლიდარობის ნიშნად, ორი დღის განმავლობაში ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პროუკრაინული საპროტესტო კამპანია მიმდინარეობდა.

ფიფას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ამ ორგანიზაციის საქმიანობას 5-ბალიანი სისტემიდან 160 ათასამდე ადამიანი 1-ით აფასებდა. საპროტესტო პოსტები ძირითადად უკრაინიდან, ხორვატიიდან და საქართველოდან იწერებოდა.

პრო-უკრაინულმა საპროტესტო კამპანიამ ფიფას ფეისბუკის ოფიციალური გვერდის რეიტინგი 1-მდე ჩამოიყვანა

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ერთ-ერთი ასისტენტი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი ნაკრებიდან მოკვეთა, რის მიზეზადაც ამ უკანასკნელის მხრიდან ფეხბურთელ ვიდასთან ერთად ჩაწერილი პოლიტიკური ვიდეომიმართვა დაასახელა.

ვიდეო, რომელიც 29 წლის ვიდამ მეგობართან და ხორვატიის ყოფილ ფეხბურთელ ოგნენ ვუკოევიჩთან ერთად ჩაწერა, ამბობს: “დიდება უკრაინას!”. აღნიშნული გზავნილი უკრაინაში 2013-14 წლების რევოლუციისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გახდა პოპულარული. ვიდეო “ფეისბუქზე” ჟურნალისტმა ანდრეი შახოვმა გაავრცელა.

ხორვატიას სანქცია არ დაუწესებია ფეხბურთელ ვიდასთავის. ფეხბურთელი ვიდა FIFA-მ გააფრთხილა, ხოლო დამხმარე მწვრთნელი ხორვატიამ მოკვეთა გუნდიდან.

ხორვატიის ნაკრებმა რუსეთი მეოდხედფინალიდან გამოაგდო. მატჩის ერთ-ერთი გმირი სწორედ ვიდა იყო, რომელმაც გოლი მატჩშიც გაიტანა და თერთმეტმეტირიანების სერიაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი