ახალი ამბები

ოჯახში ძალადობისთვის შსს-მ 3 პოლიციელი დაითხოვა

10 ივლისი, 2018 • 1676
ოჯახში ძალადობისთვის შსს-მ 3 პოლიციელი დაითხოვა

შსს-ს ცნობით, 2018 წელს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს.

უწყების ცნობით, ოჯახში დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახში ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დაითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

შსს-ს ცნობით, სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

მასალების გადაბეჭდვის წესი