ახალი ამბები

6 თვეში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მაჩვენებელს უტოლდება – შსს

10 ივლისი, 2018 • 1751
6 თვეში ოჯახში ძალადობის შემთხვევები 2017 წლის მაჩვენებელს უტოლდება – შსს

2018 წლის პირველ ექვს თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახში დანაშაულის 2 804 ფაქტზე, აქედან  სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ. 2018 წლის 6 თვის მონაცემი უტოლდება გასული მთლიანი წლის ჯამურ მაჩვენებელს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1 328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3 292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. შსს-ს ცნობით, დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად გამოიხატება “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც  ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:

[checklist]

  • მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;
  •  გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;
  • მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;
  • შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

[/checklist]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი