ახალი ამბები

ბეკოს მაღაზია გლდანში ერთ თვეში ორჯერ გაქურდეს

10 ივლისი, 2018 • 1781
ბეკოს მაღაზია გლდანში ერთ თვეში ორჯერ გაქურდეს

კომპანია “ბეკოს” გლდანის ფილიალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ გაქურდეს. მაღაზიის ცნობით, მაღაზიიდან მაღაზიიდან გატანილია 30 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი.

“ბოლო ერთი თვის განმავლობაში კომპანია “ბეკოს” ერთი და იგივე მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს ერთსა და იმავე დაუსჯელ დამნაშავეებთან, რომლებიც არიან არასრულწლოვნები. პირველი შემთხვევა ისევ გლდანის ფილიალში მოხდა 13 ივლისს, შემდეგ, ერთი კვირის შუალედში, ვაჟას ფილიალში მოხდა და ერთი თვეც არ გასულა, ისევ, გლდანის ფილიალი მეორედ გატეხეს. წაღებულია 30 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები” – ამბობს ხატია ტყებუჩავა, “ბეკოს” მარკეტინგის მენეჯერი “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაციას იმის, შესახებ რომ ფაქტში არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ, უწყებაში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი