ახალი ამბები

რუსეთთან ხორვატიას ვქომაგობდი და საერთოდ არ ვნანობ ამას – 1TV-ის კომენტატორი

9 ივლისი, 2018 • 4664
რუსეთთან ხორვატიას ვქომაგობდი და საერთოდ არ ვნანობ ამას – 1TV-ის კომენტატორი

საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორი ლევან ღუდუშაური ამბობს, რომ ხორვატია- რუსეთის მატჩის დროს გაკეთებული განცხადებები მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა იყო. როგორც კომენტატორმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ის რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიას ქომაგობდა და მის მიერ გაკეთებულ შეფასებებს არ ნანობს.

“დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას, ზოგს მოეწონა, ზოგს არა, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა იყო. რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი, ამას ვაღიარებ და საერთოდ არ ვნანობ, რაც გავაკეთე”.

“ვინმეს თუ ჰგონია, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი პოლიტიკის მიღმა ტარდება და მართლაც საფეხბურთო ცხოვრებით დაიმსახურა ამ ქვეყანამ… კონკურენტად ინგლისი ჰყავდა [რუსეთს]”, – თქვა ლევან ღუდუშაურმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ რუსეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი