ხორვატიამ პროუკრაინული ვიდეომიმართვის შემდეგ დამხმარე მწვრთნელი გაათავისუფლა

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ერთ-ერთი ასისტენტი მწვრთნელი ოგნენ ვუკოევიჩი ნაკრებიდან მოკვეთა. ბრიტანული ინდეპენდენტის ინფორმაციით, ხორვატიამ მიზეზად დაასახელა ამ უკანასკნელის მხრიდან ფეხბურთელ ვიდასთან ერთად ჩაწერილი პოლიტიკური ვიდეომიმართვა.

ვიდეო, რომელიც 29 წლის ვიდამ მეგობართან და ხორვატიის ყოფილ ფეხბურთელ ოგნენ ვუკოევიჩთან ერთად ჩაწერა, ამბობს: “დიდება უკრაინას!”. აღნიშნული გზავნილი უკრაინაში 2013-14 წლების რევოლუციისა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გახდა პოპულარული. ვიდეო “ფეისბუქზე” ჟურნალისტმა ანდრეი შახოვმა გაავრცელა.

ხორვატიას ფეხბურთელ ვიდასთავის სანქცია არ დაუწესებია. ფეხბურთელი ვიდა FIFA-მ გააფრთხილა, ხოლო დამხმარე მწვრთნელი ხორვატიამ მოკვეთა გუნდიდან.

ხორვატიის ნაკრებმა რუსეთი მეოდხედფინალიდან გამოაგდო. მატჩის ერთ-ერთი გმირი სწორედ ვიდა იყო, რომელმაც გოლი მატჩშიც გაიტანა და თერთმეტმეტირიანების სერიაშიც.

FIFA-ს განაწესის მიხედვით, იკრძალება “პოლიტიკური სლოგანები ნებისმიერი ფორმით”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com