ახალი ამბები

ბორის ჯონსონმა UK-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა

9 ივლისი, 2018 • 1650
ბორის ჯონსონმა UK-ის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა

ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. ჯონსონი უკვე მესამე მინისტრია, ვინც ბოლო 24 საათის განმავლობაში თანამდებობაზე უარი თქვა. ჯონსონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება “უფრო რბილ” ბრექსიტთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ცვლილებების შესახებ The Guardian წერს.

ჯონსონამდე პოსტი დატოვეს დევიდ დევისმა და სტივ ბეიქერმა. როგორც დაუნინგ სტრიტის ოფიციალურმა სპიკერმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრი მადლიერია, ხოლო ჯონსონის შემცვლელი უახლოეს დროში დასახელდება.

როგორც დევისი, ასევე ჯონსონი აკრიტიკებდნენ “მსუბუქი ბრექსიტის” გეგმას, რომელსაც საბოლოოდ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა. აღნიშნული გეგმით დიდი ბრიტანეთს ევროკავშირთან  ექნება თავისუფალი სავაჭრო ზონა და გამარტივებულ საბაჟო ურთიერთობები.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ამ დრომდე ქვეყანას არ აურჩევია, თუ რა სავაჭრო ურთიერთობა ექნებათ ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს.

თემთა პალატაში გამოსვლისას ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მადლობას უხდის ჯონსონსა და დევისს, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილ მინისტრებთან ვერ შეთანხმდა იმ გზებზე, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენდა რეფერენდუმის შედეგებს.

მისივე განმარტებით, მან “მოუსმინა ბრექსიტის ყველა შესაძლო ვერსიას” ბოლო ორი წლის განმავლობაში და იმ ბრექსიტს უჭერს მხარს, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ქვეყნის პოლიტიკას ფინანსებთან, საზღვრებთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან “რბილ” გამოსვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი