ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველი და აფხაზი ქალების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა-გაყიდვა

9 ივლისი, 2018 • 2859
ქართველი და აფხაზი ქალების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა-გაყიდვა

ზუგდიდის Art გალერეაში ქართველი და აფხაზი ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების [სამკაულები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები] გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

პროექტი განახორციელა ცენტრმა „აფხაზეთმა“  საერთაშორისო  ფონდების ფინანსური ხელშეწყობით.

ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, პროექტის ფარგლებში ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდა ქალებმა 4 თვის განმავლობაში 3 სხვადასხვა ხელობა შეისწავლეს. თავად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა კი პროექტის „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა” ფარგლებში ჩატარდა.

როგორც პროექტის მენეჯერმა, ნათია ჭანკვეტაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, გამოფენას ზუგდიდში ესწრებოდა ასევე პროექტში ერთ-ერთი ჩართული ქალი აფხაზეთიდან, თუმცა მის ვინაობას მედიით ვერ გაახმიანებენ, მათივე უსაფრთხოების გამო.

პროექტის მენეჯერის ინფორმაციითვე, მსგავსი გამოფენა აფხაზეთის ტერიტორიაზეც ჩატარდა.

“პროექტის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა პირველად ჩატარდა, მაგრამ ასეთი მსგავსი პროექტი გვქონდა ცხინვალის მიმართულებით 2016-2017 წლებში”, – ამბობს ნათია ჭანკვეტაძე.

ზუგდიდში გამართული ღონისძიება საქველმოქმედო იყო და გაყიდული ნივთებისგან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერადაა გამიზნული.

ფოტო: CHCA

ფოტო: CHCA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი