კუპრავას ბრალი წაუყენეს, მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ზვიად კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობაში დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალური ზომა 2 წლამდე პატიმრობაა.

მუხლი 366. სასამართლოს უპატივცემულობა

1. სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი აბსურდი და პოლიტიკური დევნაა.

მოკლედ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 28 ივნისს დაიწყო.

ზვიად კუპრავა რამდენიმე კვირის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, რა დროსაც კუპრავა ჩავიდა სასამართლოს სასადილოში.

სასადილოში  ზვიად კუპრავას, ზაზა სარალიძესა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციელებმა მათ საჭმლის ჭამა არ აცადეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს – “დაგვალეწეს ყველაფერი თავზე”. სწორედ ამ ინციდენტს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com