ახალი ამბები

შრომის უსაფრთხოების საკითხის საკომიტეტო მოსმენას მხოლოდ 1 დეპუტატი დაესწრო

9 ივლისი, 2018 • 5223
შრომის უსაფრთხოების საკითხის საკომიტეტო მოსმენას მხოლოდ 1 დეპუტატი დაესწრო

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საკომიტეტო განხილვას, რომელიც შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგს ეხებოდა, დაესწრო მხოლოდ ერთი დეპუტატი, რატი იონათამაშვილი.

ამის თაობაზე გულისტკივილი გამოხატა პროფკავშირების წარმომადგენელმა რაისა ლიპარტელიანმა. მისი თქმით, ეს ფაქტი პირდაპირპროპორციულად მიუთითებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს ინტერესი არ აქვს. რატი იონათამაშვილის განმარტებით, დეპუტატების ნაწილი გარკვეული პრობლემების (მათ შორის ჯანმრთელობის – სოფო კილაძესთან მიმართებაში) გამო ვერ მივიდა შეხვედრაზე.

“იმის დასტური, თუ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება პარლამენტი [ამ საკითხს] არის ის შეხვედრა, რომელზეც დღეს ვიმყოფებით, რადგან საპარლამენტო ზედამხედველობა ამ საკითხზე უმნიშვნელოვანესია”, – თქვა დეპუტატმა. მისივე განმარტებით, მნიშნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ყველა შეკითხვა დაისვას. რაც შეეხება პარლამენტის დამოკიდებულას, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთვის ეს თემა რომ მნიშნელოვანია, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მსგავსი შეხვედრა იმართება და ყველას ეძლევა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა.

 

საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებებით წარდგნენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი