ახალი ამბები

ტაილანდში გამოქვაბულიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაცია განახლდა

9 ივლისი, 2018 • 2450
ტაილანდში გამოქვაბულიდან მოზარდების გამოყვანის ოპერაცია განახლდა

BBC-ის ცნობით, ტაილანდში მოზარდების გამოქვაბულიდან გამოყვანის ოპერაცია განახლდა. 12 ბიჭიდან, რომელიც ფეხბურთის მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში ჩარჩა, ოთხი გუშინ, 8 ივლისს გამოიყვანეს.

მყვინთავები იძულებული გახდნენ, გუშინ შეეწყვიტათ გამოყვანის ოპერაცია, რადგან ჰაერის ბალონების შეცვლა იყო საჭირო. მყვინთავებმა ჯერ ის ბავშვები გამოიყვანეს, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყველაზე სუსტი იყო.

ბავშვები და მათი მწვრთნელი მთის სიღრმეში, 4 კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან. ისინი გამოქვაბულში მაშინ შევიდნენ, როდესაც გამოქვაბული სრულიად მშრალი იყო. მოგვიანებით წყალი მოულოდნელად მოვარდა სეზონური წვიმების გამო.

გზა, რომელიც ბავშვებმა უნდა გაიარონ გარეთ გამოსასვლელად, ძალიან რთულია,  ფეხით სიარულის გარდა, მათ წყალში სირული, ცოცვა და, რაც მთავარია, ყვინთვა უწევთ. გამოქვაბულის ზოგიერთი ნაწილი იმდენად ვიწროვდება, რომ საჭიროა ჰაერის ბალონის ცალკე გატანა. ოპერაციას ერთი მყვინთავი ემსხვერპლა, როდესაც გამოქვაბულში მყოფთათვის ჟანგბადის ბალონები მიიტანა და უკან ბრუნდებოდა.

მოზარდები და მათი ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა 9 დღის შემდეგ იპოვეს. ტაილანდის მთავრობა ამბობდა, რომ წყლის დონის დაწევას ბუნებრივად უნდა დალოდებოდნენდ ა შემდეგ გამოეყვანათ ჩარჩენილები, თუმცა მათი გამოყვანის გადაწყვეტილება, გამოქვაბულში წყლის დონის მატების გამო მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი