თბილისის მერია დიზელზე მომუშავე 90 ავტობუსის შესაძენად ტენდერს კვლავ აცხადებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 90 ცალი საზოგადოებრივი ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 45 მილიონი ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ავტობუსის შესაძენად გათვალისწინებული მაქსიმალური ფასი 500 000 ლარი ჯდება.

ტენდერი 5 ივლისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 13 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება.

ძრავის აღწერილობა:

დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro VI ემისიის სტანდარტის
შესაბამისი. ძრავი განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად:

  • ტენდერში მონაწილე მწარმოებელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება საზოგადოებრივი დანიშნულების ავტობუსების წარმოებაში.
  •  უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მწარმოებელს ჯამურად უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 300 ავტობუსი მწარმოებლის ქვეყანაში და მის გარეთ.
  •  უკანასკნელი 3 წლის მანძილზე მწარმოებელს ან პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 100 ცალი დიზელის ძრავზე მომუშავე ავტობუსი მიწოდებული მწარმოებლის ქვეყნის გარეთ არსებული 2 განსხვავებული ოპერატორისთვის.
  •  ბოლო 3 წლის განმავლობაში მწარმოებელს/პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მიწოდებული არანაკლებ 50 ცალი შემოთავაზებული მოდელის ავტობუსი ევროპის მასშტაბით.

ავტობუსის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

90 ავტობუსის შესაძენად მერია წელს პირველად არ აცხადებს ტენდერს. წინა ტენდერები ვერ შედგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com