ახალი ამბები

თურქეთში მატარებლის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

9 ივლისი, 2018 • 1483
თურქეთში მატარებლის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

თურქეთში, ტეკირდაღის პროვნიციაში, სარკინიგზო კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. სულ დაღუპულია 24 ადამიანი, 124 კი დაშავდა. შემთხვევა კვირას, 8 ივლისს მოხდა. მატარებელი ედირნედად სტამობილის მიმართულებით მოძრაობდა.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია რელსებს ქვეშ მიწის ჩავარდნა, რის შედეგადაც ექვსვაგონიანი შემადგენლობის 5 ვაგონი რელსებიდან გადავარდა. მატარებლით სულ 362 ადამიანი მგზავრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი