ახალი ამბები

ექსპერტიზაზე შემაქვს ყველა მასალა, რომლითაც ზონდერობას მაბრალებენ – ზვიად კუპრავა

9 ივლისი, 2018 • 3899
ექსპერტიზაზე შემაქვს ყველა მასალა, რომლითაც ზონდერობას მაბრალებენ – ზვიად კუპრავა

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ხვალ 11 საათზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაზე შეაქვს განცხადება ყველა იმ ვიდეო და ფოტო მასალაზე, სადაც და რომელშიც თითქოს ის არის ზონდერი და 26 მაისის აქციის მონაწილეებს არბევდა.

“ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი, ვარ თუ არა ეს პიროვნება მე და არის თუ არა იგი ზვიად კუპრავა. მე კი ვიცი ეს ადამიანი ვინც არის და დღეს რომელ სისტემაშიც მუშაობს, მაგრამ ამ დეტალებზე ჯერ არაფერს ვიტყვი. ექსპერტიზის დასკვნას კი დავახვევ და სასამართლოზე გავაცნობ ნანა ლეჟავას, ეკა ბესელიას, სოფო კილაძეს და სხვებს!” – აცხადებს ზვიად კუპრავა.

ზვიად კუპრავას თქმით, მისი დემონიზების მიზნით სუს-ის სააგენტოები ავრცელებენ 26 მაისის ვიდეოს და ამტკიცებენ, თითქოს ამ კადრებში არსებული ერთ-ერთ პირი სწორედ ის არის:

“სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ სუსის უსუსური მცდელობა, თითქოსდა ეს პირი ვარ მე – არის ტყუილი! უფრო მეტიც, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად არ ვყოფილვარ!”

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ასევე მოუწოდებს საპატრულო პოლიციას, რომლის თანამშრომელიც თავადაც იყო 2008-2013 წლებში, გაასაჯაროონ, თუ სად იმყოფებოდა ზვიად კუპრავა და რას აკეთებდა 2011 წლის 26 მაისს.

“და კიდევ, თქვე უნიჭოებო, ამ კაცს დეტექტივის ფორმა აცვია, მე კი პატრული ვიყავი.”

  • ზვიად კუპრავას განცხადებით, სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან, 12:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში მიდის, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოს ინციდენტთან დაკავშირებით ბრალს წაუყენებენ. კუპრავა თანამოაზრეებსა და მეგობრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ზვიად კუპრავა: სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე ხვალ ბრალს წამიყენებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი