ახალი ამბებიგართობა

მიხეილ სააკაშვილის შვილი ფილადელფიაში დაქორწინდა

8 ივლისი, 2018 • 9315
მიხეილ სააკაშვილის შვილი ფილადელფიაში დაქორწინდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი ფილადელფიაში დაქორწინდა.

“გავფრინდით ვიქენდზე ფილადელფიაში, ჩემი ვაჟის ედვარდის ქორწილში…

ედვარდი რადიოპროგრამების პროდიუსერად მუშაობს და თანამშრომლობს BBC-ის National Public Radio-სთან.

ის დაქორწინდა თავის სვარტმორის (პენსილვანია) კოლეჯელ შეყვარებულზე, ადინე მელვუს-პეტრუსზე. ადინა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ინტენსიური სწავლის მეთოდით ეუფლება ქართულს.

როგორ ჩქარა მიქრის დრო… თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ვიდექით ჩვენ ჯვრისწერაზე ამერიკაში (არადა, ეს იყო დიდი ხნის წინ, 1993 წელს),” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ედვარდ სააკაშვილის ქორწილი. ფოტო მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი