საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა

სულ რამდენიმე დღეში, მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველოს მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ეწვევა და უფრო მეტიც, სიტყვით გამოვა სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

17-19 ივლისს თბილისში იმართება “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტი. რობოტი სოფია კი აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს, მთაწმინდის პარკში წარსდგება სესიაზე “საჯარო სერვისები და ინოვაციები”. აღნიშნული სესიის ერთ-ერთი განსახილველი იქნება ის, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.

სოფია არის Hanson Robotics-ის მიერ 2018 წელს შექმნილი რობოტი, რომელსაც საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფიას შეუძლია საუბარი და ემოციის გამოხატვა. ის შექმნის დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, ხვდება სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს. სოფიას შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახვეწის გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია დაასახელა გაეროს “ინოვაციების ჩემპიონად”. მისი, როგორც ხელოვნური ინტელექტის როლი მდგომარეობს მდგრადი გავითარებისა და ადამიანთა თანასწორობის ხელშეწყობაში, რაც სწორედ UNDP-ის მიზანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.