ახალი ამბები

ჭუბერში ნიაღვარმა საოჯახო სასტუმრო ნაწილებად დაშალა[ვიდეო]

7 ივლისი, 2018 • 2845
ჭუბერში ნიაღვარმა საოჯახო სასტუმრო ნაწილებად დაშალა[ვიდეო]

ნენსკრის ხეობაში სტიქიასა და მის შედეგებს ისევ ებრძვიან. მდინარე კვლავ ადიდებულია და მისი კალაპოტში დაბრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ოჯახები, რომელთაც ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ საცოხვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ, ღამეს მეზობელ ოჯახებში ათევენ. კალაპოტთან ახლოს, რისკის ზონაში მდებარე ყველა საცხოვრებელი სახლი მოსახლეობისაგან დაცლილია.

6 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ შლის ნაწილებად ნიაღვარი ხის ნაგებობას, რომელსაც მიწა სანახევროდ გამოცლილი ჰქონდა. ვიდეოს ავტორმა ხათუნა ჩხეტიანმა “ნეტგაზეთთან” უთხრა, რომ ნაგებობაში საოჯახო სასტუმრო იყო განთავსებული.

სტიქია ჭუბერში – ნიაღვარი სახლს ნაწილებად შლის

როგორ შლის ნაწილებად მცირე საოჯახო სასტუმროს ნიაღვარი ჭუბერში – იხილეთ ვიდეო, რომელიც დღეს, 6 ივლისს, ადგილობრივმა მცხოვრებმა, ხათუნა ჩხეტიანმა გადაიღო.

Posted by netgazeti.ge on პარასკევი, 06 ივლისი, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი