ახალი ამბები

“ქართული მარშის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, სიცრუეა

6 ივლისი, 2018 • 12543
“ქართული მარშის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, სიცრუეა

ნაციონალისტურმა მოძრაობა “ქართულმა მარშმა”, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად სანდრო ბრეგაძის წარდგენას აპირებს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე დეზინფორმაცია გაავრცელა:

  1. თითქოს ურეკში არაბმა ქალმა ქართველ შშმ ბავშვს სცემა;
  2. თითქოს ცირკთან სამმა არაბმა რუსთავიდან ჩამოსული გოგო გააუპატიურა.

აღნიშნული დეზინფორმაცია არაერთმა ფეისბუკ გვერდმა და მედიასაშუალებამ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქსენოფობიურ საიტებსა და გვერდებზე გავრცელებული ორივე ინფორმაცია შეისწავლა, თუმცა ამ ისტორიების ნამდვილობა არ დადასტურდა.

“ქართულმა მარშმა” “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო იყო mystar.ge და თავად არ უცდიათ აღნიშნული ინფორმაციის სარწმუნოობის გადამოწმება.

mystar.ge

ე.წ. ქართული მარში

გიორგი გიგაური, ასავალ-დასავალის მთავარი რედაქტორი

ბექა ვარდოსანიძე

ანტი-პარადოქსი

მასალების გადაბეჭდვის წესი