ახალი ამბები

ბახტაძე: ჭუბერში პროცესს ხის უსისტემო ჭრამ შეუწყო ხელი, მივხედავთ, ვინც ამას აკეთებდა

6 ივლისი, 2018 • 3326
ბახტაძე: ჭუბერში პროცესს ხის უსისტემო ჭრამ შეუწყო ხელი, მივხედავთ, ვინც ამას აკეთებდა

ჭუბერში, სადაც გუშინ, 5 ივლისს, მდინარე ნენსკრა ადიდდა, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებიან. ისინი წყალდიდობის შემდეგ შექმნილი საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს გაესაუბრნნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა სწრაფი შეტყობინების სისტემების მეტი რაოდენობით განთავსება. პრემიერმა სტიქიის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესს ხელი შეუწყო “ხეების უსისტემო ჭრამ”.

…ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია, რაც შეეხება საკვები პროდუქტების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შემოტანას. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს.

ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში ყველგან უნდა გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ამჟამად ორგან გვაქვს და მომავალი წლიდან ვიწყებთ საკმაოდ მასშტაბურ ღონისძებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ.

პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ამ ყველაფერს ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ”, – აღნიშნა მან.

მდინარე ნენსკრას ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, რომელთაც წყლის მიერ წაღებული ხიდების მაგივრად დროებითი გადასასვლელები მოაწყვეს, რათა მოსახლეობას გადაადგილება გაუმარტივდეს.

რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი