ახალი ამბები

მეუფე იობი მღვდელ გიორგი აბდუშელიშვილის მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებს – საპატრიარქო

6 ივლისი, 2018 • 11118
მეუფე იობი მღვდელ გიორგი აბდუშელიშვილის მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებს – საპატრიარქო

საპატრიარქო ეხმაურება რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელაშვილის გამოსვლას ტვ პირველში, სადაც მან ქორეპისკოპოსი იაკობი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით  მიტროპოლიტი იობი არ აღიარებს მეუფე იაკობის მღვდელმთავრობას და მისთვის “არც ხმა მიუცია”.

“ამა წლის 3 ივლის ტელევიზია TV პირველიის გადაცემა “რეაქციაში” მონაწილეობა მიიღო რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, რომელმაც 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. მის ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.

განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამოთქვა სინანული მომხდარის გამო, ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი