სამხრეთ აფრიკაში ლომებმა ბრაკონიერები შეჭამეს

BBC-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სულ მცირე 2 ბრაკონიერი ლომებმა შეჭამეს. დაუდასტურებელი ცნობით, მათთან ერთად მესამე ბრაკონიერიცაა გაუჩინარებული.

გამოცემა იუწყება, რომ სამხრეთ აფრიკის ქალაქ კენტონის სიახლოვეს მდებარე ნაკრძალში რეინჯერებმა 2 ადამიანის ნარჩენები იპოვნეს. ოფიციალური პირების ცნობით, ისინი სავარაუდოდ მარტორქებზე მონადირე ბრაკონიერები იყვნენ.

გამოძიების ცნობით, იქვე ნაპოვნია შაშხანა და ნაჯახი. ბოლო წლებში სიბუიას ნაკრძალი მარტორქებზე უკანონოდ მონადირეთა მიზიდულობის ცენტრი გახდა. ბრაკონიერები მარტორქას შავ ბაზარზე ჰყიდიან. რქაზე დიდი მოთხოვნილებაა ჩინეთსა და ვიეტნამში.

ნაკრძალის მფლობელმა ნიკ ფოქსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი ბრაკონიერები სიბუიაში კვირა ღამით, ან ორშაბათ დილით შევიდნენ. ფოქსის თქმით, ისინი ლომების პრაიდის სიახლოვეს იყვნენ. ლომების რიცხვი დიდი იყო, შესაბამისად, მათ დიდი დრო არ ექნებოდათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com