ახალი ამბები

ვიდეო სტიქიის ზონიდან – რა ხდება ნენსკრის ხეობაში

5 ივლისი, 2018 • 2255
ვიდეო სტიქიის ზონიდან – რა ხდება ნენსკრის ხეობაში

დღეს მთის ჩამოწოლისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიამ რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა, დატბორა სოფლები და საცხოვრებელი სახლები, მდინარე სამანქანე გზაზე მოედინებოდა.

ნახეთ ვიდეო სტიქიის ზონიდან, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გადაიღო და გაავრცელა.

სტიქია ჭუბერში – კადრები ვერტმფრენიდან

ვეტმფრენიდან გადაღებულ კადრებში სტიქიის ზონა ჩანს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ნენსკრის კალაპოტში დაგუბებული წყლის მასა აღარ შეინიშნება. ადგილზე სამაშველო სამსახურები ამ დრომდე რჩებიან.

ვიდეო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service

Posted by netgazeti.ge on Thursday, July 5, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი