ახალი ამბები

მთაში ჩარჩენილი მოზარდი ჭუბერში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს – სტიქია ნენსკრის ხეობაში

5 ივლისი, 2018 • 1788
მთაში ჩარჩენილი მოზარდი ჭუბერში ვერტმფრენით ჩამოიყვანეს – სტიქია ნენსკრის ხეობაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.

სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

გუშინდელი წვიმისა და მთის ჩამოწოლის გამო მდინარე ნენსკრა ადიდდა, რის გამოც მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. მდინარემ გზის სავალი ნაწილი და საცოვრებელი სახლები დატბორა. წაიღო მდინარეზე გადებული ხიდები.

ნენსკრას ხეობაში ჩასულია საქართველოს მთავრობის წევრების ნაწილი, ასევე იქ მიემართება სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ტექნიკა. გზების დპარტამენტის ცნობით, მესტიისკენ მიმავალ გზაზე გადაადგილება შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი