მესტიის საკრებულოს წევრის თქმით, ჭუბერში ევაკუაცია გამოცხადდა

მესტიის საკრებულოს წევრის, ზაზა ვიბლიანის თქმით, ჭუბერში ევაკუაცია გმაოცხადდა. ეს ინფორმაცია დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიაწოდა. მისი თქმით, ხეობის ზედა სოფლებიდან მოსახლეობა იუწყება, რომ სტიქიის განმეორების საშიშროება არსებობს:

“მეორე ტალღა უნდა წამოვიდესო, როგორც გვეუბნებიან ზევიდან, და ხალხის ევაკუაციას ვახდენთ, საფრთხის წინაშე რომ არ დადგნენ. თემის ზედა სოფლებში მოსახლეობაა, რომლებიც გვირეკავენ და გვეუბნებიან, ნაპირს მოვაშოროთ ხალხი. სამაშველო ჩართულია და ვმუშობთ ევაკუაციაზე”, – ამბობს ვიბლიანი “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, ადიდებული მდინარე საბავშვო ბაღშიც შევიდა, მთლიანად დატბორილია ჭუბერის კულტურული ცენტრი. სტიქიამ დააზიანა სახლები და ოფისები.

სვანეთში, სოფელ ჭუბერთან მდინარე ნენსკრა ადიდდა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ ყველა ინფორმაციას, რაც სტიქიის შესახებაა ცნობილი:

რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.