ახალი ამბები

ადიდებული ნენსკრა გზებსა და ეზოებში მიედინება[ვიდეო]

5 ივლისი, 2018 • 2286
ადიდებული ნენსკრა გზებსა და ეზოებში მიედინება[ვიდეო]

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში, ადიდებულმა ნენსკრამ ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფლების დამაკავშირებელი ხიდები წაიღო. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და დაზიანებულია გზები.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიედინება ადიდებული მდინარე გზებსა და სახლების ეზოებში.

წყალდიდობა ჭუბერში

ჭუბერში სტიქია მძვინვარებს. ადიდებული ნენსკრა გზებსა და სახლების ეზოებში მიედინება.
ვიდეო: ხათუნა ჩხეტიანი

Posted by netgazeti.ge on ხუთშაბათი, 05 ივლისი, 2018

მესტიის მერიის ინფრასტურქუტის სამსახურის უფროსი გვანცა ჯაფარიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად ჭუბერის თემის ყველა სოფელს მიადგა ზიანი. გარესამყაროს მოწყვეტილია თემის ათივე სოფელი.

სტიქიის გამო გარესამყაროს მოწყდა ჭუბერის თემის 10 სოფელი

მასალების გადაბეჭდვის წესი