ახალი ამბები

კვირიკაშვილმა “ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვა

5 ივლისი, 2018 • 2291
კვირიკაშვილმა “ოცნების” პოლიტსაბჭო დატოვა

ექსპრემიერმა და “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა. როგორც ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს, კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოდან გასვლის თაობაზე განცხადებით თვითონ მიმართა.

პარტიაში არ საუბრობენ ექსპრემიერის გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ.

ამჟამად “ოცნების” პოლიტსაბჭოში 14 ადამიანი რჩება:

ბიძინა ივანიშვილი,

ირაკლი კობახიძე,

თამარ ჩუგოშვილი,

გია ვოლსკი,

ილია ნაკაშიძე,

არჩილ თალაკვაძე,

მამუკა მდინარაძე,

დიმიტრი სამხარაძე,

ბიძინა გეგიძე,

ირაკლი ტრიპოლსკი,

მაია ცქიტიშვილი,

სოზარ სუბარი,

დავით საგანელიძე და კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი