ახალი ამბებირეკლამა

მიხეილ ჩხენკელი ევროპის აკადემიის (Academia Europaea) საპატიო წევრი გახდა

5 ივლისი, 2018 • 1497
მიხეილ ჩხენკელი ევროპის აკადემიის (Academia Europaea) საპატიო წევრი გახდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ევროპის აკადემიამ (Academia Europaea) საპატიო წევრად აირჩია.

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით, ევროპის აკადემია 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და ფარავს კვლევის ყველა მიმართულებას.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბი ახლო მომავალში საქართველოშიც გაიხსნება, რაც კავკასიის რეგიონში უპრეცედენტო მოვლენა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი