ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იორდანიის დელეგაცია სოხუმში – ხაჯიმბა იორდანიის მიერ აღიარების პერსპექტივაზე საუბრობს

5 ივლისი, 2018 • 1999
იორდანიის დელეგაცია სოხუმში – ხაჯიმბა იორდანიის მიერ აღიარების პერსპექტივაზე საუბრობს

დღეს, 5 ივლისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში შეხვდა იორდანიის დელეგაციას.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  შეხვედრაზე ხაჯიმბამ აფხაზეთსა და იორდანაის შორის ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

“ის სამუშაო, რომელიც ჩვენი სტრუქტურების მიერ ტარდება ჩვენი სახელმწიფოს აღიარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ეს არის გეგმური პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემ,ს მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდით ხმა, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის იბრძოდა და ამას მივაღწიეთ”.

ხაჯიმბა ამბობს, რომ იორდანიის ტერიტორიაზე კავკასიის ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს, მათ შორის აფხაზეთიდან. ასევე, მან იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთოებები არა მხოლოდ ბიზნესის სფეროში, არამედ უფრო მაღალ დონეზეც განვითარდება.

ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრაზე იორდანიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მუჰამედ რასლანი დაინტერესდა, რა ტიპის ურთიერთობები აქვს ახლა აფხაზეთს საქართველოსთან.

“პრეზიდენტმა განუმარტა რომ დღესდღეობით საქართველოსთან ისეთივე რთული ურთიერთოები აქვს აფხაზეთს, როგორც უწინ და ჟენევის პროცესის შესახებ უამბო –  “ჩვენ ვშორდებით ომს და ვცხოვრობთ მომავლის იმედით”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი