ახალი ამბები

კილაძის ინფორმაციით, გამომძიებელი სიგუა დაკითხვის დროსაც ცუდად იყო

5 ივლისი, 2018 • 3912
კილაძის ინფორმაციით, გამომძიებელი სიგუა დაკითხვის დროსაც ცუდად იყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე შსს-ს წარმომადგენლის, იოსებ სიგუას დაკითხვას ეხმაურება. კილაძის თქმით, იმ დღეს სიგუა ავად იყო და  მისი მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა იქნება, თუ იტყვის, რომ ვიღაც რაღაცას ვერ პასუხობდა.

საქმე ეხება დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას, რომლის კომისიის წინაშე გამოსვლასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა, ხოლო მეორე დღეს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც თბილისის პოლიციის დეპრარტამენტის უფროსმა, შალვა ბედოიძემ იმით ახსნა, რომ სიგუას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. განცხადება სოფო კილაძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში “პოლიტმეტრის” დროს გააკეთა.

“აქვე მინდა დავამატო კონკრეტულ პოლიციელთან მიმართებით, რომელსაც გაუჭირდა პასუხის გაცემა და ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ ის იყო ცუდად იმ დღესაც, როდესაც გამოკითხვა მიმდინარეობდა, და მომდევვნო დღესაც. ფიზიკურად იყო ავად. მე, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბუნებრივია, სხვაგავარ განცხადებას ვერც გავაკეთებ და ეს იქნება ჩემი მხრიდან ადამიანის უფლების დარღვევა, თუ ვიტყვი, რომ ვიღაცა რაღაცას ვერ პასუხობდა და ა.შ. ჩვენ ყველა უნდა შევიდეთ ავადმყოფი ადამიანის მდგომარეობაში. როდესაც ეს ადამიანი გახდება კარგად, მობრძანდება და გასცემს კითხვებს პასუხს,” – განმარტავს სოფო კილაძე. 

სიგუას გამოსვლას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სიგუა დაკავებულ თანამდებობაზე რჩება.

ამავე თემაზე გირჩევთ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი არ მივიდა

რამ გამოიწვია მოზარდების დაპირისპირება და რა მოხდა ხორავაზე პროკურატურის ვერსიით

მასალების გადაბეჭდვის წესი