ახალი ამბები

ტუღუში: ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები დღეს განადგურდება

31 იანვარი, 2014 • • 1000
ტუღუში: ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები დღეს განადგურდება

“დღეს კომისია იმსჯელებს დასკვნის თაობაზე. მისი ერთი ნაწილი არის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაცია… რეკომენდაციის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს მსგავსი რამ, საჭიროა გარკვეული პოზიციის არსებობა”, – განაცხადა ტუღუშმა.

 

მისი თქმით, ჩანაწერების დარჩენილი ნაწილი გადაეცემა პროკურატურას და კომისია პროკურატურისაგან სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს:

 

“გამოძიება თუ გასტანს დიდხანს, ეს ნიშნავს, რომ ხელს აფარებენ ვიღაცას. დანაშაულის ნიშნებს რაც შეიცავს, ის მასალა პროკურატურას იმისთვის გადაეცემა, რომ გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ: პირველ რიგში, ორგანიზატორები და არა მეისრეები, თუმცა მეისრეებს რაც შეეხება, ეს ადამიანებიც, ჩემი აზრით, სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ. არ შეიძლება არღვევდე კანონს და თან მუშაობდე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა ტუღუშმა.

 

შეგახსენებთ, რომ 110 დისკი გასული წლის სექტემბერში განადგურდა, ახლა კი, კომისიის წევრების განმარტებით, ნადგურდება ორი დისკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი