ახალი ამბები

შიხიაშვილმა 12 თებერვალს საკრებულოს სხდომა დანიშნა

31 იანვარი, 2014 • • 1006
შიხიაშვილმა 12 თებერვალს საკრებულოს სხდომა დანიშნა

“ვინაიდან ძალიან დიდია ინტერესი ბიუჯეტის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ვნიშნავ რიგგარეშე სხდომას 12 თებერვალს. ბიუჯეტის თემა იქნება პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი სხდომაზე. აქვე მოვუწოდებ ყველა კომისიის თავმჯდომარეს, ფრაქციის ხელმძღვანელს და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს, რათა შემჭიდროვებულ ვადებში, მაქსიმალურად მეტი თანამშრომლობით, მივიღოთ სრულყოფილი ბიუჯეტი” – განაცხადა შიხიაშვილმა. 

 

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტზე უნდა მოხდეს სრულყოფილი მსჯელობა:”დღეს, 13 საათზე ვიწვევ ბიუროს გაფართოებულ სხდომას, რათა დავიწყოთ ფიქრი გზებზე და ნაბიჯებზე, შექმნილი არაორდინალური ვითარების განსამუხტად. კომპრომისებისა და კონსენსუსების ენით, ამ ფორმით უნდა შევქმნათ ქალაქში სტაბილური გარემო. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები. რათა პრობლემები არ შეექმნათ თბილისელებს”.    

მასალების გადაბეჭდვის წესი