ახალი ამბები

C ჰეპატიტის შეღავათიან ფასად მკურნალობისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

31 იანვარი, 2014 • • 1209
C ჰეპატიტის შეღავათიან ფასად მკურნალობისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფომაციით, პირველ ეტაპზე, 1 ივლისთვის უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6 ათასი ერთეული, რაც უწყების ცნობით, საკმარისი იქნება სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად.  
იმისთვის, რომ პაციენტმა მიიღოს შეღავათით სარგებლობის უფლება, მან უნდა წარმოადგინოს სრული სამედიცინო გამოკვლევების შედეგები, რომელსაც შემდგომ ექსპერტ-ინფექციონისტებისგან, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის და სააგენტოს თანამშრომლებისა და პაციენტთა სათემო ორგანიზაციის წევრებისგან შემდგარი კომისია განიხილავს. გამოკვლევებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას დღეს, 31 იანვარს ჯადნაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში პრესკონფერენციაზე წარადგენს.
  
1 ივლისიდან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში – მცოცავი გრაფიკის პრინციპით. 
  
ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წლიდან C ჰეპატიტის მკურნალობის კურსი პაციენტებისთვის 3-ჯერ უნდა გაიაფდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი