სუს-ის თქმით, აეროპორტში მოწამვლის საქმეზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით,  2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით,  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2018 წლის 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.

ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შესახებ Droni.ge-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ადამიანები მხუთავი აირის ზემოქმედებით მოიწამლნენ.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ აეროპორტში მომხდარ ინციდენტს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.