ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ქუთაისის სასამართლოში [video]

30 იანვარი, 2014 • • 981
ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ქუთაისის სასამართლოში [video]

ვანო მერაბიშვილის თქმით, საკუთარი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ოჯახის ოცნება არასოდეს ყოფილა კვარიათში დასვენება:

 

“მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის ოცნება არასოდეს ყოფილა იმ შესაძლებლობების ფონზე, რომელიც ჩემი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანს გააჩნდა, დაესვენა კვარიათში.”

 

რაც შეეხება დასაქმების პროგრამას, მერაბიშვილის მოსაზრებით, ბედის ირონიაა, რომ არჩევნების გაყალბებაში იმათ სდებენ ბრალს, ვინც უზრუნველყოფდა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას:

 

“2012 წლის არჩევნები იყო ერთადერთი არჩევნები საქართველოში, რომელიც ხელისუფლებამ წააგო და აღიარა წაგებული არჩევნები. ბედის ირონიაა, მე მგონი, რომ პირველად საქართველოში არჩევნების გაყალბებისათვის ის ადამიანი წარსდგა სასამართლოს წინაშე, რომელმაც აღიარა არჩევნები. მე მგონი, ეს არასამართლიანია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი