ახალი ამბები

“პარტიზანული მებაღეობის” ცნობით ვაკის პარკში პატრული და ინვესტორის მანქანა მივიდა[Live]

30 იანვარი, 2014 • • 931
“პარტიზანული მებაღეობის” ცნობით ვაკის პარკში პატრული და ინვესტორის მანქანა მივიდა[Live]

“მოსულია ინვესტორი, მოყვანილი ჰყავთ ერთი სამუშაო მანქანა, რამოდენიმე მუშა და პატრულია მოსული. ჯერ არ დაწყებულა ბარიკადების გაწმენდა, თუმცა, როგორც წინა ჯერზე მოხდა, იგივე სცენარი განვითარდება სავარაუდოდ. არავითარ ინფორმაციას არ გვაწვდიან, ამბობენ, თითქოს შეშა უნდა შეიტანონ, თუმცა სავარაუდოდ ასე არ იქნება”, – აცხადებს “პარტიზანული მებაღეობის” ერთ–ერთი წევრი.

 

“პარტიზანული მებაღეობის” წევრები ვაკის პარკში ყოფილ რესტორან ბუდაპეშტის ადგილას შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებელობას ეწინააღმდეგებიან. მათ ტერიტორია აქვთ შემოღობილი და ამბობენ, რომ ინვესტორს სასტუმროს აშენების უფლებას არ მისცემენ.  

აქციის მონაწილეები ვაკის პარკში მიმდინარე მოვლენებს ლაივსტრიმით გადასცემენ:
ბარიკადბის აღების პირველი მცდელობისას/ ფოტო; პარტიზანული მებაღეობა თბილისში
ბარიკადბის აღების პირველი მცდელობისას/ ფოტო; პარტიზანული მებაღეობა თბილისში

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი