ახალი ამბები

გივი თარგამაძე: ეს კადრები შსს-ში ინახებოდა, საინტერესოა როგორ მოხვდა youtube-ზე

30 იანვარი, 2014 • • 1063
გივი თარგამაძე: ეს კადრები შსს-ში ინახებოდა, საინტერესოა როგორ მოხვდა youtube-ზე

“ოთანაძე უფრო მძიმედ იყო დაჭრილი, ვიდრე ერთი შეხედვით ეგონათ. მერაბიშვილმა მთხოვა მე, როგორც სამედიცინო წარსულის მქონე ადამიანს და სამედიცინო საზოგადოებასთან ფართო კავშირების მქონეს, სასწრაფო ზომები მიმეღო.


რეანომობილში ყოფნის დროსვე ტელეფონით მოვახერხე დაკავშირება ღუდუშაურის საავადმყოფოს მთავარ ექიმთან და გზაში კონსულტაციებით მოვახერხეთ კონტინგენტის შერჩევა და იმ მანქანების გაგზავნა, ვინც იყო აუცილებელი სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად. ღვთის ნება იყო, ასეთ მჭიდრო გრაფიკში ოთანაძის გადარჩენა. დროის ცოტა გაწელვა რომ მომხდარიყო, ოთანაძე ახლა არათუ ასე თავდაჯერებულად, საერთოდ ვეღარ ისაუბრებდა. 

 

თარგამაძის თქმით, ის, რომ ეს ვიდეოკადრები გავრცელდა, ამით ხელისუფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გადაფარვას ცდილობს. მათ შორის, თარგამაძის განმარტებით, ლარის კურსთან დაკავშირებით. 

 

მისივე თქმით, აღნიშნული კადრები შსს-ში ინახებოდა და კითხვებს ბადებს, როგორ მოხვდა ისინი youtube-ზე. 

 

რაც შეეხება საკითხს, რატომ არ დევს მერაბიშვილის საქმის მასალებში გრუ-ს თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია, თარგამაძე ამბობს, რომ გვამები ვერ იპოვეს, და, შესაბამისად, მათ შესახებ გამოძიების დროს საუბარი ვერ იქნებოდა. 

 

“ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც გაიცემა რაღაც დავალებები,” -ამბობს თარგამაძე.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი