ახალი ამბები

გეგუთის ციხის დირექტორს თანამშრომელი ცემაში ადანაშაულებს

30 იანვარი, 2014 • • 912
გეგუთის ციხის დირექტორს თანამშრომელი ცემაში ადანაშაულებს

“ზ.ბ-ს გადმოცემით, 2014 წლის 28 იანვარს სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ უნდა დაბრუნებულიყო სამსახურში. დაწესებულების დირექტორის სამუშაო ოთახში შესვლისთანავე, დირექტორმა კახაბერ ბებიამ და მოადგილე ბესიკ მაქაცარიამ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზ.ბ-ს განმარტებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დაწესებულების დირექტორმა იგი ხელკეტით ცემა და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ოჯახის წევრების მისამართით. კაბინეტში იმყოფებობდნენ ასევე სარეჟიმო და უსაფრთხოების განყოფილების უფროსები, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად ზ.ბ-ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარჯვენა ხელის ზედა გარე ნაწილზე 5-6 სმ. სიგრძის სილურჯე, მუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს 4-5 სმ.სიგრძის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.


მათივე ინფორმაციით, #14 დაწესებულების დირექტორი და მისი მოადგილე ზ.ბ-ს ცემის და შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფენ.


სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრს  გადაუგზავნა.


მასალების გადაბეჭდვის წესი