ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი: ჩვენს საზღვრებთან NATO-ს ძალებს რუსეთთან ერთად ვუპასუხებთ

4 ივლისი, 2018 • 3710
ბიბილოვი: ჩვენს საზღვრებთან NATO-ს ძალებს რუსეთთან ერთად ვუპასუხებთ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი პასუხობს რუსული გამოცემის, “იზვესტიის” კითხვას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, კერძოდ, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის 2018 წლის მაისში გაკეთებულ განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველო 2021 წელს შეხვდება NATO- ს წევრის სტატუსით.

“საქართველოს უფლება აქვს, გაწევრიანდეს ნებისმიერ ალიანსში. სამხრეთ ოსეთი ამას წინ ვერ აღუდგება. ამავე დროს არ შეიძლება, ეს საკითხი განგაშის საფუძველს არ იძლეოდეს, ამიტომაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ რესპუბლიკის ხალხის დაცვა შესაძლო პროვოკაცებისა და ძალადობრივი სცენარებისგან.

სწორედ ამიტომ, სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ერთობლივ კონტურებს განიხილავს და ამ კუთხით მიღებული ზომები უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან NATO-ს ძალების შესაძლო გაჩენის საფრთხეს”,  – ამბობს ბიბილოვი რუსეთის გამოცემა “იზვესტიასთან” საუბარში.

საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისა და ამით “სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის შესაძლო საფრთხეების” შესახებ ოფიციალურ განცხადებებსა და ინტრევიუებში ხშირად საუბრობენ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ხელისუფლებების წარმომადგენლები.

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად არის მოხსენიებული. საქართველოში ჩატარებული ბოლო კვლევებით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი