ახალი ამბები

დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც 8 წლის ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ – შსს

4 ივლისი, 2018 • 6435
დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც 8 წლის ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ – შსს

თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც შსს-ს ცნობით 2010 წელს დაბადებულ ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, მეტროსადგურებში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ცოლ-ქმარი უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა 2010 წელს დაბადებულ მცირეწლოვან ბავშვებს. კერძოდ, ისინი მუქარის გამოყენებით გოგოებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და თბილისში, პეკინის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნებთან, მეტროსადგურების შესასვლელებში, გადასასვლელებში და მეტროს მატარებლის ვაგონებში მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას აიძულებდნენ.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი მცირეწლოვანი ბავშვების მიერ მოწყალების შეგროვების პროცესს ა.მ. აკონტროლებდა. იგი ბავშვებს მოწყალებით შეგროვილ ფულს ართმევდა და მეუღლეს – პ.მ-ს აძლევდა. მოწყალების თხოვნის გაგრძელებაზე უარის შემთხვევაში პ.მ. გოგონებს ემუქრებოდა და უკანონო შრომას აიძულებდა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი