ახალი ამბები

ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს – ის გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა

4 ივლისი, 2018 • 1554
ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს – ის გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. დღეს, 4 ივლისს, 12 საათზე მთავრობაში ბრიფინგია დაგეგმილი, განცხადებას თავად ზურაბ პატარაძე გააკეთებს.

„ბათუმელების “ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არაოფიციალური ვიზიტი ბათუმში. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გუშინ ერთ-ერთ სასტუმროში არაოფიციალურად შეხვდა.

ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კადრი იყო, ის აჭარის მთარობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დანიშნეს. შემდეგ კი აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კენჭისყრით დაამტკიცა.

დღეს ის თავის ორი წლის საქმიანობას შეაფასებს და გადადგომის შესახებ განაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი