ახალი ამბები

თბილისში ერთმანეთს 6 ავტომობილი დაეჯახა

4 ივლისი, 2018 • 3477
თბილისში ერთმანეთს 6 ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე 6 ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა. შსს ცნობით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია,

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,

ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე, ფოტო: მანანა მანჯგალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი