ახალი ამბები

ხმალაძე: საქართველოს კანონმდებლობა პირის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას არ იცნობს

30 იანვარი, 2014 • • 1030
ხმალაძე: საქართველოს კანონმდებლობა პირის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანებას არ იცნობს

ამის შესახებ ხმალაძემ რეპორტიორის პრესკლუბში ისაუბრა გუშინ “მუხროვანის ამბოხების” საკითხზე გავრცელებული ვიდეომასალის კომენტირებისას:

 

“საქართველოს კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ ამბობს იმას, რომ შესაძლებელია და კანონიერია ბრძანება პირის ლიკვიდაციის შესახებ. კანონი ამბობს იმას, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და თუ ამ გამოყენებას მოჰყვა მსვერპლი, რა შემთხვევაში არ ჩაეთვლება ეს დანაშაულად მას, ვინც იარაღის გამოყენებით მას მოუსპო სიცოცხლე. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს სხვა ადამიანის სიცოცხლეს და იმ ადმაიანის დასაცავად აუცილებელი გახდა იარაღის გამოყენება. თუ ამ შემთხვევაში ამას მოჰყვა პირის დაღუპვა, ეს არ ჩაეთვლება დანაშაულად. ანუ უნდა არსებობდეს ისეთი პირობები, რომ იარაღის გამოყენების გარეშე დანაშაულის ჩადენას ვერ აღკვეთ, მაგრამ ბრძანება ლიკვიდაციისა ყველა შემთხვევაში უკანონოა. სამართლის დანიშნულება არის არა შურისძიება, არამედ პროპორციულად დასჯა. საქრთველოს კანონმდებლობით კი სიკვდილით ადამიანის დასჯა გაუქმებულია, შესაბამისად, ლიკვიდაციის ბრძანებაც უკანონოა. სამართალდამცველების მიზანი უნდა იყოს პირის დაკავება და არა მისი ლიკვიდაცია”, – განაცხადა ხმალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი