ახალი ამბები

მერაბიშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებზე მერაბიშვილი განცხადებას გააკეთებს

30 იანვარი, 2014 • • 947
მერაბიშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებზე მერაბიშვილი განცხადებას გააკეთებს

თავად ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი რაიმე სახის კომენტარისგან ამ საკითხზე თავს იკავებს. 


დღეს, 30 იანვარს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება. სხდომის დაწყებამდე დაცვის მხარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება და ვანო მერაბიშვილი დაიკითხება. 

 

“გუშინ ბრალდებამ დაასრულა თავისი მტკიცებულებების წარმოდგენა. ჩვენ პროცესების დაწყებიდანვე ვამბობდით, რომ 3969 მოწმის ჩაწერა თავის სიაში, ბრალდების მიერ იყო დადგმული შოუ, რომელიც, ბუნებრივია, ვერ შესრულდა. მათ ვერ მოახერხეს მათი წარმოდგენა და მათგან არავის უთქვამს, რომ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დამნაშევეები არიან. დღევანდელ სხდომაზე მერაბიშვილის გარდა დაიკითხებიან შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორები,”- აცხადებს ადვოკატი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი